ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ი: წითელი ჯვრის ჩართულობით ერთი ცხედარი უკვე გადავეცით

 

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით ერთი ცხედარი უკვე გადასცეს, ხოლო მეორეს გადასაცემად მიმდინარეობს მუშაობა”, – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. ფაქტზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115 – ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს, მდინარე ლიახვთან ახლოს, ორი ადამიანის ცხედარი 15 ივლისს იპოვეს.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....