ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.

ინფორმაციას ვიცე-პრემიერების დანიშვნის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს, რომელთა ცნობით, შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

იტვირთბა....