დევნის ოპერაციის დროს საპატრულო პოლიციამ აღმაშენებლის გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
ბიჭის დაკავებამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რასაც სამართალდამცველებსა და თვითმხილველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციამ მოპედით მიმავალი ბიჭის გააჩერა სცადა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი ტრანსპორტიდან გადმოვარდა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს.
ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების განმარტებით, ბიჭი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს.