ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია ბოკუჩავას: “სააკაშვილი შენ, თინა ბოკუჩავას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?”

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა და განაცხადა, რომ როცა სააკაშვილი მის ოჯახს აპატიმრებდა, თინა ბოკუჩავა ოქროს სამაჯურებს იღებდა ექსპრეზიდენტისგან.

აღნიშნული განცხადება ბესელიამ სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგის შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მიუთითა.

“მე თქვენ 2004 წლიდან გებრძოდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით. 2010 წელი იყო, როდესაც თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით ჩემი სკოლის მოსწავლე 16 წლის შვილი, ჩემს ძმასთან ერთად დააპატიმრეს და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემს ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯურს საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი“, – მიმართა ბოკუჩავას ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

იტვირთბა....