ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ირაკლი კუპრაძე: “არასდროს ყოფილა, რომ შახტების მუშაობა გაეჩერებინათ, სახელმწიფო უფრო პასუხისმგებლიანად იქცევა”

“აუდიტორია 115-ის” წევრი ირაკლი კუპრაძე “მეტორნომთან” საუბრისას ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ შახტებში პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სრულყოფილი მონიტორინგის ჩატარება.

“ასე არასდროს ყოფილა, რომ შახტების მუშაობა გაეჩერებინათ. ერთი შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო უფრო პასუხისმგებლიანად იქცევა. ამ გამოძიების შედეგად გამოჩნდება მთავარი ხარვეზი რატომაც მოხდა ეს ტრაგედია. საკითხი პოლიტიკურად უნდა დადგეს. ამის გამოსწორება კი, ძირითადად, ტექნიკური საკითხებია  – როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება, როგორ უნდა გადიოდეს გვირაბები და ა.შ. ეს საკანონმდებლო ნორმებში არის თავიდან ბოლომდე გაწერილი. ამის შესრულებას ახალი რაღის მოგონება არ ჭირდება, უბრალოდ, საჭიროა სრულყოფილი მონიტორინგი”, – აცხადებს კუპრაძე.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გამოძიების დასრულებამდე, პრემიერის გადაწყვეტილებით, ტყიბულში ყველა შახტა დაიხურება.

იტვირთბა....