ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ: “აშშ-ს ურჩევნია ახსოვდეს, ვინაა მისი მეგობარი”

ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინმა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ურჩევნია ახსოვდეს, ვინაა მისი მეგობარი.

“ჩვენ ვიცით, თუ ვინაა ჩვენი მეგობარი – ეს არის ამერიკა და ადმინისტრაციის ცვლა არ ცვლის მეგობრობას. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის ადმინისტრაციას აქვს ნათელი წარმოდგენა მეგობრებზე“ – განაცხადა მოგერინმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

შეგახსენებთ, ჰელსინკში დღეს გაიმართება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. ისინი აპირებენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

 

იტვირთბა....