ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმი – ჩაქვის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი – ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი, სამივე მათგანს გულმკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტი მოძრაობისას წესების დარღვევასა და  ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვევას გულისხმობს.

იტვირთბა....