ვინც არის ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, მათ არა მხოლოდ ფინანსური რისკი უნდა ქონდეთ, არამედ მათ თავისუფლებაზე ყოფნასაც საფრთხე დაემუქროს. თუ უბედური შემთხვევა იყო, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, გასაგებია, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე დღეს მინდელის შახტაში დატრიალებულ ტრაგედიას.
“სამწუხაროდ, იმის გარანტიას, რომ არავინ დაიღუპება ისეთ საშიშ საწარმოში როგორიცაა მინდელის შახტა, ვერავინ მოგვცემს. სამწუხაროდ, ეს მთელ მსოფლიოშ ხდება. თუმცა, რომ უნდა შემცირდეს გამოცხადებული სიკვდილის ქორინიკები კონკრეტულად მინდელის შახტაში, ეს ნათელია. განსაკუთრებული ზომების მიღება იქნება საჭირო კონკრეტულად ამ შახტის მიმართ. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, აღძრული არის საქმე 240-ე მუხლით. უნდა გავარკვიოთ დეტალები. თუ ვინმე არის პასუხისმგებელი, ვინც თავის მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. იმიტომ, რომ ამას შეიძლება ქონდეს პრევენციული ეფექტი.
ვინც არის ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, მათ არა მხოლოდ ფინანსური რისკი უნდა ქონდეთ, არამედ მათ თავისუფლებაზე ყოფნასაც საფრთხე დაემუქროს. თუ უბედური შემთხვევა იყო, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, გასაგებია. კონკრეტულად, მე რამდენადაც ვიცი, ამ შახტაზე იმუშავა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის შრომის ინსპექციამაც, იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებმაც უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტული დასკვნებიც დადეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს შეასრულეს თუ არა ეს რეკომენდაციები.
ყოველ შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ყველაფერი და დადებული იქნას დასკვნები. სამწუხაროდ, ის კანონი, რომელიც მივიღეთ, სექტემბრიდან სრული მოცულობით ამოქმედდება. მთავრობა მიიღო საწარმოების ნუსხა, დაკონკრეტდა ეს ყველაფერი, მომზადდება დამატებით 15 ინსპექტორი და ა.შ. მინდელის შახტაზე არის კონკრეტული რეკომენდაციები”, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.