ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გია ჟორჟოლიანი: “მინდელის შახტა უნდა დაიხუროს და დამნაშვეები დაისაჯონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი “მეტრონომთან” საუბრისას მინდელის შატხაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ შახტა დასახურია.

“მინდელის შახტა უნდა დაიხუროს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მინდელის შახტა დაიხუროს. ამის მერე მოფიქრებული უნდა იქნას თუ როგორ მოევლება ამ ყველაფერს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

 

იტვირთბა....