გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეროპლა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.თვითმხილველთა თქმით, ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა.ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.