ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი ტყიბულში მიემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. ინფორმაციას “ინტდერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარის შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.