ტყიბულში, მინდელის შახტთან, დაღუპული და დაზარალებული მეშახტეების ოჯახის წევრები იკრიბებიან. დაღუპული მეშახტეების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაშავებულები და გარდაცვლილები შახტიდან სხვა მეშახტეებმა ამოიყვანეს. მომხდარის ოფიციალური მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
„4 მკვდარია. 6 გამოვიყვანეთ. ხმა არ გაგვიგია, ჰაერის დატრიალება ვიგრძენით სხვა უბანში, ჩვენი ათისთავი დაუკავშირდა დისპეტჩერს, უთხრეს, რომ პირველ უბანს ვერ უკავშირდებოდნენ. გავიქეცით იქ და დაგვხვდა ასეთი მდგომარეობა,“ – ამბობს შახტის თანამშრომელი.
მინდელის შახტას ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. შახტის გვირაბში, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ადგილზე უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მესვეურები.
“გამთენიისას, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება უკვე დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.