ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქება მინდელის შახტაში: დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია – 6

მინდელის შახტას ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. შახტის გვირაბში, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.  ინფორმაციას შსს ავრცელებს. ადგილზე უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მესვეურები.

“გამთენიისას, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება უკვე დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....