ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში უბედური შემთხვევა მოხდა – 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავში სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში, რომელშიც წვიმის შედეგად წყლის დონე მომატებული იყო, უკვე გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

იტვირთბა....