ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მყინვარწვერის დასალაშქრად წასული დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით  მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს.

“ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები.

ტურისტების ჯგუფი ჩამოყვანილია სტეფანწმინდაში.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”  ნათქვაია განცხადებაში.

იტვირთბა....