ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზმაუს კომენტატორი „ლუჟნიკებზე” – საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

საზმაუს სპორტული კომენტარორი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გასაშუქებლად მოსკოვში იმყოფება, „ჟულნიკების” სტადიონზე ანტისაოკუპაციო მაისურით გამოცხადდა.

როგორც ზურაბიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, მისი ოცნება ახდა და მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება, თუმცა რუსეთში. ამის გამო მან სპეციალური მაისური დაამზადებინა, სადაც აწერია, რომ
საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ
ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ!

ყველაფერთან ერთად ჩემი
საყვარელი გუნდი თამაშობს ფინალში
და ოცნება სრულყოფილად რომ
ახდეს, იმედია ფრანგები აწევენ თასს!

ერთი ის არის, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში იმართება ჩემპიონატი. ფინალიც
მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო
არ არის, მაგრამ რას
ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავბეჭდე
მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემ სამოქალაქო პოზიციას. Live with love and represent the real!” – წერს გიორგი ზურაბიშვილი Facebook-ზე.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იტვირთბა....