ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

9 ოპოზიციურ პარტიას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

დღეს  ოპოზიციური გაერთიანების შექმნასა და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით  “ახალი საქართველოს ოფის”-ში კონსულტაციები გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, 9 ოპოზიციურ პარტიას საერთო   საპრეზიდენტო  კანდიდატი  ეყოლება და მისი ვინაობა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გახდება ცნობილი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ხელისუფლება მოსახლეობას აღარ უსმენს. ვაშაძე მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრობს, რომელსაც ის გაერთიანებაში ხედავს.

„გამოსავალი არის ერთადერთი – მაქსიმალური გაერთიანება ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც მართლა სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის. დრო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ მივედით, თითქმის, შეთანხმების პროცესამდე და გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.

„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ და არ გაგვიჭირდება, ღირსეული, ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს არა საპრიზო ადგილისათვის ამ არჩევნებში, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

იტვირთბა....