ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ტიფანი ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩემთან ერთად ადის წყნეთში”

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც ჩანს რომ თბილისის მერის კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი თიფანი, მერიის უკანა მხარეს შემოსაზღვრულ სივრცეში იმყოფებოდა.

საზოგადოების ერთმა ნაწილმა თბილისის მერი ძაღლის არაჰუმანურ მოპყრობაში დაადანაშაულა.

კახი კალაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ცხოველების მიმართ მისი დამოკიდებულება ძალიან კარგია.

“ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ ძალიან კარგად იცის. ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ როგორი პატარა იყო, როცა თავშესაფარიდან წამოვიყვანეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა ძაღლს. დღეს, ძალიან კარგად არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად სამჯერ ის სეირნობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა ჩემთან ერთად ადის წყნეთში, გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად” – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....