რამდენიმე დღის წინ საქათველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდათად კი ივანე მაჭავარიანი დაასახელა.
როგორც მაჭავარიანმა დღეს გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება განაცხადა, რომ არ შეიძლება სისუსტედ ჩითვალოს ის, რომ მას ბიუროკრატიული გამოცდილება არ აქვს.
„ის, რომ მე ბიუროკრატიული გამოცდილება არ გამაჩნია და არც პოლიტიკოსის, ეს შეიძლება სისუსტე იყოს, გეთანხმებით, მაგრამ ამავდროულად ეს შეიძლება ძლიერ მოვლენაში გადაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო თუ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურა, დაინახო წლების განმავლობაში გამჯდარი ისეთი არაეფექტურობა, პროცესებში შენელება, რაზეც ჩვეულებრივად რეაქცია და მიუღებლობა გექნება. მე ახლა აქ რომ ვზივარ ჰალსტუხით, ესეც საკმაოდ დისკომფორტს მიქმნის. წესიერად არც ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის, მაგრამ ეს აკრეფადია. იმ უნარში, რომ არ ავყვე პოპულიზმს და სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და მერე არ დავხარჯო ბიუჯეტი და მეორე მხრივ, გავატარო რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, მე მგონი უფრო დამეხმარება ის, რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა , ასევე უპასუხა რომან გოცირიძეს, რომ დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის არის დამახასიათებელი. „დღეს ბატონი გიორგი ქობალიას გამოსვლის დროს ახსენეთ, 60-იანი წლების ეკონომიკურ მოდელს ჰგავსო… დიპლომებზე და ხარისხებზე დევნა ასევე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებია. გაიხედეთ გარეთ, რა ხდება ტექნოლოგიებში და განვითარებულ ქვეყნებში. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ბაკალავრი ხართ და იმან ვერ ქნა და როგორ იზამთო… მაშინ თქვენ გენერალისიმუსი უნდა იყოთ“, – მიმართა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს.