ახალი ამბები მთავარი ციტატა

წულუკიანი გოცირიძეს: გიყურებდით-ხოლმე ტელევიზორში და ვტიროდი

“გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით. თქვენ რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით ერთ-ერთ სფეროში, მე მაშინ ვიყავი ბავშვი, ეხლა რომ თინეიჯერს ეძახიან და ისე კარგად მახსოვს ის უბედური დრო, როდესაც თქვენ მაღალ თანამდებობაზე იყავით და ჩვენ გვქონდა ასე ვთქვათ უპერსპექტივო ბავშვობა და ახალგაზრდობა, მათ შორის თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა პოლიტიკების წყალობით. გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით. მჯერა, რომ დღეს, მე რომ იმ დროს ვიყავი იმ ასაკის ბავშვები გვიყურებენ და ცოტა უფრო მეტი იმედიანი თვალები აქვთ, უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში პატარა გოგონებს, რომლებისთვისაც ბევრი რამ გავაკეთე, რომ უფრო უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ჩემ ცხოვრებაში დადგა დრო,  როდესაც თეა ბავშვმა წულუკიანმა პასუხი გაგცათ იმაზე, რომ თქვენი პოლიტიკები მე უიმედობაში მაცხოვრებდა”, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა “ნაციონალების” წევრ რომან გოცირიძეს.

იტვირთბა....