ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ქობულია: “გავზრდით ეკონომიკას და ერთდროულად შემოსავლებს მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილებთ”

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ქობულია წარადგინა.

როგორც ქობულიამ დღეს გამართულ სხდომაზე, პარლამენტში განაცხადა, აუცილებელია  ეკონომიკის გაზრდა  და ერთდროულად შემოსავლების მოსახლეობაში თანაბრად განაწილება.

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. თვითმიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმითი, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ძირითადი მოსახლეობის კეთილდღეობა ხომ ამით არ გაიზრდება?! ის ხალხი, ვინც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ ვიყენებთ ტერმინს ინკლუზიურობა – ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს და მეორეს გაუნაწილებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და თვითონ რომ გამოიმუშავოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს“, – განაცხადა ქობულიამ.

იტვირთბა....