ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტში თეა წულუკიანს უსმენენ (LIVE)

საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებულ შემდგენლობას უსმენენ. ამ წუთებში სიტყვით იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული მინისტრთა კაბინეთი წარადგინა.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1032326930259947/

იტვირთბა....