გუშინ საღამოს ვარკეთილის ხიდთან ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ქალბატონი.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.