ავტოკატასრტოფა მოხდა ბაქოში. ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და ამის შემდეგ გადაბრუნდა. აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის პარვიზ აბუბეკიროვის განცხადებით, ერთი ქალბატონი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 13 დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.