ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “წულუკიანი ოპოზიცის პრობლემა არაა, ის მთავრობისთვის კომპრომატია”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე ისაუბრა და ღნიშნა, რომ მომავალი მინისტრები ჯობია მუშაობაში შეაფასოსო.

როგორც გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა თეა წულუკიანი, რომელიც კვლავ დარჩა იუსტიციის მინისტრად მთავრობისთვის კომპრომატია.

“მთლიანობაში პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად ვითარდება. წულუკიანის პრობლემა სერიოზულ ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. მთლიანობაში ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ახალი ხედვებიდან გამომდინარე, ადამიანები იყვნენ გარედან მოსაყვანები, რომ არ ყოფილიყვნენ სხვადასხვა ინტერესის მძევლები და ის ხედვები რაც ბახტაძემ წარმოადგინა ბიზნესის განვითარების კუთხით, ამ მხრივ  ყველაფერს ვიზიარებ.

პერსონალურად მინისტრობის კანდიდატებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცნობ ამ ადამიანებს. მიმაჩნია რომ ჯობია ისინი მუშაობაში შევაფასო. ერთადერთი რაც არასტაბილურობისა და  სამომავლო რისკების კერად რჩება ეს წულუკიანია. ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ ჩამოყალიბებული ნდობა არის ძალიან დაბალი. რეფორმირების ამ  პროცესში მართლმსაჯულება არის ხერხემალი. აქედან გამომდინარე წულუკიანის დატოვება მაინცდამაინც არ მოასწავლის კარგ პროგნოზს. ნდობის აღდგენის გარეშე ძალინ პრობლემური იქნება მთელი რეფორმა. წულუკიანი ოპოზიცის პრობლემა კი არა არის, ის მთავრობისთვის კომპრომატია . რატომღაც მთავრობა იძულებულია ამ კომპრომატს ხელი მოაწეროს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....