პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ჟოჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით უნდა დაიბეგროს.
“ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფრაქცია „ქართულ ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჯოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს.