aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჟორჟოლიანი 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივაა, რომ 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს.

მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას და ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

“ჩვენ უნდა შემოვიღოთ ახალი საგადასახადო სისტემა. ეს უნდა იყოს პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – აცხადებს ჟორჟოლიანი, რომლის კომენტარს bfm.ge ავრცელებს.

 

იტვირთბა....