aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: “ერთდროულად წულუკიანის მინისტრობასა და თადუმაძის პროკურორობას შეგვიძლია კლანური მოქმედებები დავარქვათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პრპოკურორობის კანდიდატ შალვა თადუმაძის კავშირებს “მეტრონომთან” საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, იმედია, წულუკიანი სკამს ვერ შეინარჩუნებს.

“ფორმალური სამართლის გაგებით, ნათლია არ შეიძლება, ნათესავად ჩაითვალოს, უფრო სწორედ ოჯახის წევრად. აქ არის წმინდა მორალური ასპექტი, რომელიცბუნებრივია, რომ ამ თემას ამძიმებს. მეორეს მხრივ, თუ მინისტრთა ახალ კაბინეტში წულუკიანი არ იქნება, თადუმაძის მთავარ პროკურორობას შეიძლება, შედარებით რბილად შევხედოთ.

თუ მინისტრიც იქნება წულუკიანი და პროკურორი თადუმაძე, შეიძლება, ამას დავარქვათ მართმსაჯულების სისტემაში კლანური მოქმედებები, რაც ძალიან სახიფათო და მძიმე დასანახი იქნება და შეიძლება, ამ ისტორიას მძიმე განვითრება ქონდეს. თუმცა, ვმედოვნებ, რომ წულუკიანი სკამს ვერ შეინარჩუნებს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორბის კანდიდატის შვილის ნათლია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. ამავდროულად, წულუკიანმა განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორბის კანდიდატის შერჩევის დროს ხმის მიცემისგან თავს შეიკავებს.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს – წულუკიანი, გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ წარმოდგენილი იქნება.

იტვირთბა....