2018 წლის ეროვნულ გამოცდებს უკვე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები აბარებენ. გამოცდა 5 საათს გრძელდება და ტესტებს დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებლები ან მსურველები წერენ. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს.
როგორც რაჭიდან ქუთაისში ჩასულმა მასწავლებელმა განაცხადა, გამოცდეს ჩაბარების მიუხედავად პერსპექტივა არ ბიაქვს.
“თემა იყო ასეთი იყო სურათი, ბავშვი იჯდა საქანელაზე და ღრუბლები იყო თავზე. უნდა დაგვეწერა 100–სიტყვიანი წერილი. დაწერეს ახალგაზრდებმა, მოეწონათ ძალიან, არც მე არ გამიჭირდებოდა, მაგრამ გამოვედი, სად მქონდა მაგის ნერვები. იმიტომ ჩამოვედი, რომ უბრალოდ საკითხები მაინტერესებდა და არ იყო რთული. თან, დირექტორი გვთხოვს გამოცდაზე გადითო. რაჭაში ვასწავლი, რა პერსპექტივა მაქვს?! ბავშვებიც იკლებს სკოლაში. უბრალოდ, ინტერესის გამო გამოვედი. 70–იანი წლების მერე სკოლაში ვმუშაობ და საკმაო გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვიღას უნდა პედაგოგობა, ყველა საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს” – განაცხადა მასწავლებველმა.