“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ტელევიზიის ცნობით ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.