aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქუცნაშვილი: “თადუმაძის წარდგინების ნაწილში უხერხულობა შეიმქნებოდა თუ წულუკიანი კენჭისყრაში მიიღებდა მონაწილეობას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში პირველი 2-3 თვე შეიძლება იყოს უხერხულობა.

“შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად წარდგინების ნაწილში უხერხულობა შეიქმნება თუ თეა წულუკიანი კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას და თადუმაძეს დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, თეამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავის თავს აცილება გაუკეთა და მთავარი პორკურორის არჩევის დროს კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. რაც შეეხება საქმიანობის შემდგომ ეტაპს, იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბრიდან პროკურატურა საპარლამენტო ეტაპზე გადადის, პირველი 2-3 თვე შეიძლება იყოს, როდესაც გარე ნათესაური კავშირი არსებობდეს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპროკურორო საბჭო მთავარ პროკურორს დაამტკიცებს. კანდიდატად ორი ადამიანია წარდგენილი. მათ შორის შალვა თადუმაძე, რომლის ბავშვის ნათლიაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

წულუკიანის განცხადებით, ის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც კითხვებს დასვამს.

 

 

იტვირთბა....