“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას დაკითხვა თბილისის პოლიციის სამმართველოში გაგრძელდება. ინფორმაციას “რუსთვი2″ ავრცელებს.
საქმე ეხება კუპრავას მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. კუპრავა ამტკიცებს, რომ აქციების დროს უსაფრთხოების თანამშრომელმა მას სასმელში საწამლავი ჩაუყარა.
„აქციაზე მოხდა ჩემი მოწამვლა. მომწამლეს ყავით. მე ამ დრომდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვაგროვებდი მტკიცებულებებს. არის კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც შეუძლია პროკურატურას გავიდეს რეალურად დამკვეთზე და დამკვეთზე ზევით. საქმეში ფიგურირებს კონკრეტული პირი, რომელის სახელი და გვარი ცნობილია, ის არის სუს-ის მოქმედი თანამშრომელი,”- აცხადბეს კუპრავა.