ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე ტატუნაშვილისა და ბაშარულის მკვლელობის საკითხს დასვამს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში უკვე დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააყენებს, მათ შორის, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, ასევე ახალგორის ტერიტორიაზე სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მოლაპარაკებების შედეგები და კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....