ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 134 ადამიანი ემსხვერპლა, 88 ადამიანის ბედი კი უცნობია.
მისივე თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულებად 10 ადამიანი ითვლება, კიდევ 78 ადამიანის ადგილსამყოფელის დადასტურება ვერ მოხერხდა.
ამასთან, ხიროსიმას პრეფექტურაში დღეს 23 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, მას შემდეგ რაც ადიდებული მდინარე სოფელ ფუტიუში სახლებში შევარდა.
იაპონიაში ძლიერი წვიმა გასული კვირის შემდეგ გრძელდება.