ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანომალიური სიცხისგან კანადაში გარდაცვლილთა რიცხვმა 70-ს მიაღწია

ტელეკომპანია CBC-ის ინფორმაციით, კანადაში, ანომალიური სიცხისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ტელეკომპანიის ცნობით, ჰაერის ტემპერატურა კვებეკის პროვინციაში +40 გრადუსს აჭარბებს. გარდაცვლილი 70 ადამიანიდან 34 ქალაქ მონრეალში ცხოვრობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა 60 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

ყოველდღიურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში 1200-ზე მეტი ზარი შედის. ანომალიური სიცხის გამო მონრეალის ხელისუფლებამ საცურაო აუზების სამუშაო საათები გაახანგრძლივა.

იტვირთბა....