ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დუშეთის მერი: “მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული”

დუშეთის რაიონის მერმა, ნუგზარ სეხნიაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ვიცი, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული, მცირეწლოვანი სავარაუდოდ, თოფით არის მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, – განაცხადა სეხნიაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ.

იტვირთბა....