თბილისის მეტროპოლიტენში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგურებზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები დიდი შუალედით მოძრაობდნენ, რამაც ფამოიწვია შეფერხება.
“მეტროსადგურ დელისსა და სახელმწიფო უნივერსიტეტზე შექმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია არეულობა. მატარებლების რაოდენობა არ შემცირებულა, უბრლოდ გაიზარდა შუალედი მოძრაობებს შორის, რამაც გამოწვია მგზავრთა ნაკადის რაოდენობის გაზრდა” – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ.
როგორც სატრანსპორტო სამსახური “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნავს, ამ დროისთვის შეფერხება არცერთ მეტროსადგურზე აღარ არის.