ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანადაში, მაღალი სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

კანადაში მაღალი სიცხეების გამო დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ქვებეკის პროვინციაში ტემპერატურამ +35 გრადუსს გადააჭარბა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

ვითარებას რეგიონში მაღალი ტენიანობა ამძიმებს. გავრცელებული ცნობით, ყველა დაღუპულს გულის დაავადება აწუხებდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. გაუსაძლისი სიცხეები ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე ერთი კვირის განმავლობაშია გრძელდება.

იტვირთბა....