ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანაბაზე, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ალიანსები კონკურენტული არ იქნება.
“ორი მიზეზის გამო ამ ალიანსებს არ ვუყურებ პერსექტიულად. თვითონ მარგველაშვილს რამდენადაც მე ვხედავ და მესმის არ აქვს გადაწყვეტილი საკუთარი მომავლის საკითხი. ვფიქრობ რომ პრეზიდენტი არაა ჩამოყალიბებული და საკმაოდ აგვიანებს ამ მხრივ.
რაც შეეხება უსუფაშვილის საჯარო წინადადებას, ასეთი წინადადებები საჯაროდ არ კეთდება. ეს ყველაფერი ხანგრძლივი მოლაპარაკებებით ხდება. საჯარო განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ თვითონაც სკეპტიკურად უყურებს ასეთ განვითრებას, მაგრამ მან დადო ისტორიისთვის დოკუმენტი, რომლითაც იძახის, რომ ქონდა სწორი გეგმა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ამ გეგმაზე ვიღაც შეიძლება არ დათანხმდეს იხსნის პასუხისმგებლობას.
სამწუხარო რეალობაა, მაგრა ალიანსების კონფიგურაცია არ იქნება კონკურენტული.” – განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.