დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავებულია. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.
სამივე გარდაცვლილი „მერსედესში“ მყოფი პირია. აღნიშნული ავტომანქანა აზერბაიჯანის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხასეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამც 2 ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.