სტიქიის ზონაში სოზარ სუბარი მივიდა:
სტიქიის ზონაში სოზარ სუბარი მოვიდა – რა ხდება სვანეთში?
Gepostet von Prime Time am Donnerstag, 5. Juli 2018
შეგახსენებთ, რომ სვანეთი კატასტროფის წინაშეა. ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა.
ადგილობრივების თქმით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი.
“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. აქ ცენტრალური ხიდი საერთოდ წაღებულია. ზუსტად არ ვიცი ქვემოთ რა მდგომარეობაა, ცენტრში მოდის მთელი ხეობა.
“მესაზღვრეებთან დარეკეს მთა მოწყდა, დააგუბა და წამოვიდა. ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით“-ამბობს ადგილობრივი.
მისი თქმით, შემთხვევა ნენსკრა ჰესის მშნებლობის ადგილზე მოხდა. ამ დროისთვის არც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა ზარალი, ჩარჩენილია თუ არა მიმდებარე ზონაში მოსახლეობა ან ავტომობილები. ჭუბერის მკვიდრის ინფორმაციით, სულ ოთხი ცენტრალური ხიდია წაღებული.