aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუგოშვილი: “შალვა თადუმაძე პროფესიონალია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შალვა თადუმაძესთან უმუშავია და ოდიოზურს ნამდვილად ვერ უწოდებდა.

მისივე შეფასებით, თადუმაძე პროფესიონალია.

„შალვა თადუმაძესთან მიმუშავია დიდი ხნის განმავლობაში და ოდიოზურს ვერ ვუწოდებდი ნამდვილად. პირიქით, მე ის მიმაჩნია პროფესიონალ ადამიანად და ეს მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. რაც შეეხება პროცესს, პროცესში პარლამენტი ჩართული არ არის. ის წარიმართება კანონმდებლობის დაცვით და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის შალვა თადუმაძე ხელისუფლების ფავორიტად სახელდება.

იტვირთბა....