ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ინაშვილი: დღეს აბიტურიენტებს სთავაზობენ თემას – ჰომოფობია, განათლების სამინისტრო მოწყვეტილია ეროვნულ ფასეულობებს”

“ჩვენ დროს, მისაღებ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში თავისუფალი თემა იყო… მაგალითად, “ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული”… დღეს აბიტურიენტებს სთავაზობენ თემას- ჰომოფობია. ჩვენი განათლების სისტემა სრულიად მოწყვეტილია არა მარტო ეროვნულ ფასეულობებს, არამედ რეალობას. ჰომოფობია, ფემინიზმი, ვანდალიზმი და იდიოტიზმი რა შუაშია, ვინმეს უფიქრია ამაზე? ნუთუ, თავისუფალი თემისთვის სხვა უფრო საინტერესო, ღრმა თემატიკა არ არსებობს?”, – წერს სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

იტვირთბა....