I-VI კლასების მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, ახალი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის 1-6 კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია.
რაც შეეხება „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის მიერ დაფიქსირებული საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოს განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე,”- წერია განცხადებაში.