ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ

6-7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 6-8 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

„დღეს და ხვალ თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-39 გრადუსია მოსალოდნელი. ხვალიდან, ტემპერატურა დაიკლებს. 6-8 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 5 გრადუსით. შესაბამისად, ტემპერატურა დაიკლებს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც.

6-7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თუმცა, 8-9 ივლისს ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა 38-39 გრადუსი იყოს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

იტვირთბა....