ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის პირი ვინც დიდ დიღომში ბავშვებისთვის აუზი დაამონტაჟა

დიდ დიღომში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დიმიტრი ტატიშვილმა ღამით ბავშვებისთვის აუზი დაამონტაჟა, რათა ზაფხულში ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება მოახერხონ.

“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები ცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო”, – აცხადებს ტატიშვილი.

იტვირთბა....