ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში წითელას შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ წითელას ინფექციის საქართველოში საყოველთაო გავრცელებამ და შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

მისივე თქმით, წითელას შემთხვევები ყოველდღიურად 5-10 ერთეულით მატულობს, წითელათი ორი ბავშვი გარდაიცვალა, რომელთაგან ერთი 1 წლამდე ასაკის იყო, ხოლო მეორე მოზარდი.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, არც ერთ მათგანს ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა, რადგან ერთი მათგანი 1 წლამდე იყო და ვაქცინაციის პერიოდი არ უწევდა, ხოლო მეორეს დატვირთული ანამნეზის ფონის გამო აცრა არ ჩატარებია.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, წითელა ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და 40 წელს ზემოთ პირებს შორის.

„ეს ორი არაიმუნური ფენაა საქართველოში, რომელიც იოლად ავრცელებს ინფექციას. 12 თვის ასაკში კეთდება პირველი ვაქცინაცია, უფრო ადრე ვაქცინის ჩატარების რეკომენდაცია არ არის“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინა უფასოა. ბოლო პერიოდში მიმართვიანობა აცრებზე გარკვეულწილად გაიზარდა. თუმცა წითელას შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.
ზახაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში მოსახლეობის ვაქცინაცია მაქსიმალურად მოცულია და შესაბამისად, იქ დაავადების კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა ყველაზე პრობლემური რჩება თბილისი, სადაც 40 წლამდე მოსახლეობა ვაქცინაციას არ იტარებს.

იტვირთბა....