ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ვ ზვიად კჩემი ინფორმაციით, მ.კ. დავით სარალიძეს ურტყამდა, ხოლო რას ურტყამდა, ეს თქვენ და გამოძებამ უნდა დაადგინოთ. კუპრავამ, რომელიც ზაზა სარალიძესთან ერთად არაფორმალურად იძიებდა საქმეს, კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქმესთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან დაინტერესდა, იღებდა თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობას.
„მ.კ. ვიცით რა ქმედებას ჩადიოდა. მაგრამ მე ხელს არ დავადებ არავის. ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს ბიჭი ჩხუბობდა. ჩემი ინფორმაციით და მე ამას მტკიცებით ფორმატში არ ვსაუბრობ, მ.კ. ურტყამდა ხელს დათო სარალიძეს. მას ეჭირა თუ არა ხელში რამე, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ამის შემდეგ მამუკა მდინარაძე ზვიად კუპრავასგან კიდევ ერთხელ დაინტერესდა, იცოდა თუ არა კონკრეტულად კითხვაზე პასუხი და დაინტერესდა საკითხით, თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მ.კ. ურტყამდა დავით სარალიძეს. ზვიად კუპრავამ განმარტა, რომ მას ეს არ ახსოვს. „მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე, მე ვინ მითხრა ის, რომ მ.კ. ურტყამდა რაღაცას დათო სარალიძეს, არ ვიცი“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.