თბილისში პეკინის ქუჩაზე საპატრულო მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც ადგილიდან “მეტრონომის” კორესპოდენტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ავარიის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საცობია შექმნილი.
მსუბუქმა ავტომობილი პატრულის მანქანის შემდეგ ნაგვის ურნებსაც შეეჯახა.
“მეტრონომი” ცდილობს, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდეს.