ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართლმადიდებელ ეკლესიას მთავრობამ 18 624 კვ.მ მიწის ფართობი აჩუქა

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ საკუთრებაში კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გადაეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება 29 ივნისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ 18 624 კვ.მ ფართობის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანში მდებარეობს და სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულებისაა. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

“მიწის ნაკვეთი ეკლესიას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და მონასტრის წევრთა სამეურნეო საქმიანობის მიზნით”, – განმარტა ეკონომიკის სამინისტრომ.

იტვირთბა....